სოსო ალავიძე გიორგი სანაიას მკვლელობაზე ალაპარაკდა – ,,პირველი მე შევედი ცხონებული გიორგის ოთახში… იქ უხერხული არაფერი მინახავს”

პოლიციის გენერალი სოსო ალავიძე გიორგი სანაიას მკვლელობის სკანდალურ და დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებს – როგორ დაიგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა, რას სთავაზობდა ზურაბ ჟვანია, ვისი დავალებით მოქმედებდა კრიმინალური ბანდა და რატომ გაიტაცეს ებრაელი სასულიერო პირის ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის შოკისმომგვრელი ქრონიკა და მაღალჩინოსანი პოლიციელის დარღვეული დუმილი.

სოსო ალავიძე გახმაურებული საქმის დეტალებს ტელეკომპანია ,,იბერიაში” ვანო პავლიაშვილის გადაცემაში ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ყვება.

-გიორგი სანაია გახდა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი. მზადდებოდა გარკვეული პროვოკაციები, იყო ინფორმაცია, შეიძლებოდა განხორციელებულიყო მკვლეობა რეზონანსული პიროვნების, თუმცა მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტი. გიორგი სანაიას მკვლელობა იყო დატვირთული პოლიტიკური შემადგენლით, – აცხადებს სოსო ალავიძე. მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილი საყოფაცხოვრებო ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს.

-გამოძიებას აწარმოებდა გენერალური პროკურატურა, შესაბამისად, მიზანი იყო კარგად განსაზღვრული, რომ ვერსია და მიმართულება წასულიყო საყოფაცხოვრებო მიმართულებით, – ამბობს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ვისგან მოდიოდა საყოფაცხორებო ვერსიის „შემოგდება“, ამაზე ალავიძემ არ უპასუხა.

მისი თქმით, თუკი საგამოძიებო უწყება დაინტერესდება, ის მისცემს ჩვენებას.

ვინ იდგა გიორგი სანაიას მკვლელობის უკან? – სოსო ალავიძე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

თუკი გიორგი სანაიას მკვლელობა დაგეგმილი იყო, რატომ აარჩიეს მკვლელად გრეცკო?

ამ კითხვის პასუხად პოლიციის გენერალმა განაცხადა:

-ეს კობა ნარჩემაშვილს ჰკითხეთ. მე არ მაქვს ინფორმაცია… კობა ნარჩემაშვილს რა ვერსიაც მიაწოდეს და მე ვფიქრობ, იხსნებოდა ამით საქმე, გაჰყვა ამ ვერსიას. პირველი მე შევედი ცხონებული გიორგის ოთახში… დამხვდა მიცვალებული, ოღონდ უხერხული არაფერი მინახავს… უხერხულობა ის იყო, რომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი…

ნიუპოსტი, ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018