,,სანამ აფრასიძეების გვარს ახსენებ, ჯერ პირი დაიბანე, შე არაადამიანო!” – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – ვიდეო

ტელეკომპანია ,,იბერიას” გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად” საუბარი იყო სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლულ აფრასიძეებზე. ეთერში მოწვეულ სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა დავით ნებიერიძემ განაცხადა, რომ აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ და ისინი ხალხს აყაჩაღებდნენ.

მის ამ სიტყვებს აფრასიძეების ოჯახის წევრის, დოდო აფრასიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ,,ვინ არის, საიდან მოეთრია ის ნაციონალი ვიღაცა, რომ გდია და ლაპარაკობს… იკითხოს სვანეთში, ვინ იყვნენ აფრასიძეები და ნებისმიერი ეტყვის. აფრასიძეები იყვნენ ვაჟკაცები და ვაჟკაცურადაც მოკვდნენ. სანამ აფრასიძეების გვარს ახსენებ, ჯერ პირი დაიბანე, შე არაადამიანო”, – უპასუხა აფრასიძემ ნებიერიძეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018