საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად ლაშა რუსთავსკი დააკავეს

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად  საფრანგეთსა და საბერძნეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების  წევრები დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი.

-ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“, – განაცხადა შსს-ს ბრიფინგზე მამუკა მჭედლიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018