რუს შოუმენს ქართულმა ბომონდმა შინდისში უმასპინძლა – ,,ურგანტი… სიძე, შე ძველო!”

რუსმა შოუმენმა ივან ურგანტმა 40 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა და 15 არილს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები შინდისში შეკრიბა. ურგანტს საქართველოში მომღერალმა მირანდა მირიანაშვილმა უმასპინძლა. სოციალურ ქსელებში დაბადების დღის ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.

ურგანტი ქართველ კომპოზიტორ დავით ევგენიძესთან, ჯაზპიანისტ დინა ვირსალაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად მღერის.

ივან ურგანტს ცოლად ქართველი ქალი, ნატალია კიკნაძე ჰყავს. მათ ორი გოგონა ნინა და ვალერია გაუჩნდათ. ამასთან, ივანი ზრდის ვაჟს ნატალიას პირველი ქორწინებიდან.

“კვირაცხოვლობას გილოცავთ “ახალი კვარტეტი”, დათო ევგენიძე და ივან ურგანტი… სიძე, შე ძველო!…”, – წერს ბექა ჩხაიძე.

“ურგანტობა შინდისში უმაგრეს მასპინძლებთან”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკა ხოფერია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018