რუსთავში ხმაურია- გიორგი ჭანტურიას და მანქანიდან მოსასმენი აპარატურის დემონტაჟს მედიის თანდასწრებით ითხოვს

რუსთავში პოლიციის მესამე განყოფილებასთან ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებისა, იმის შესახებ, რომ გამოძიებამ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, გიორგი ჭანტურიას დის მანქანაში მოსასმენი აპარატი სასამართლოს განჩინებით დაამონტაჟა და დღეს მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ავტომობილის მესაკუთრე, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს ამის საშუალებას არ აძლევს და პროცესის მედიის თანდასწრებით წარმართვას მოითხოვს.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

კვირა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018