,,რკინის ნაკლებობა მქონია, ქართველმა ექიმებმა კი სისხლის გათეთრების დიაგნოზი დამისვეს” – რას ყვება ლანა შავაძე

ლანა შავაძე ქართველი ექიმების შეცდომის მსხვერპლი გახდა. მას თბილისში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. ლანა სოციალურ ქსელში თავის ამბავს ყვება:

,,1 თვის წინ ტანზე გამომდიოდა ჩაქცევები ხან ფეხზე, ხან ხელზე, ნუ, რა თქმა უნდა, შევშინდი.

წავედით მე და დედიკო ექიმთან, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, იქ ამიღეს ანალიზები და დავბრუნდით სახლში, ველოდებოდით პასუხს. რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს მოუვიდათ პასუხი, მე სამსახურში ვიყავი, პასუხი კი ის იყო, რომ ,, სისხლის გათეთრება ” აღმომაჩნდა.

სამსახურის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩემები არაფერს მეუბნებოდნენ, ოჯახის თითოეული წევრი გასუსული იჯდა…  მოკლედ მაინც გავიგე, თუ რაში იყო საქმე და ანალიზის პასუხები დედიკოს ჩანთაში აღმოვაჩინე, ვკითხულობდი და არ მჯეროდა!..
დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თურქეთში წასვლა, ბებოს ნათესავები ცხოვრობენ თურქეთში და იქ გავემგზავრე. როგორც კი ჩავედით, ახლობლები დაგვხდნენ იქ, დავლაგდით და მეორე დღეს საავადმყოფოში წავედით, თან წავიღე ანალიზის პასუხები.

ექიმს რომ მივაწოდე ანალიზის პასუხები, კაცმა დახია, ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ანალიზის პასუხები, რახან აქ ჩამოვრძანდით, მაქსიმუმს შევეცდებით, რომ დაგეხმაროთო. ამიღეს ანალიზები და რამდენიმე საათშიც მოვიდა პასუხები.

პასუხში კი ის იყო აღნიშნული, რომ  ორგანიზმში რკინის ნაკლებობა მქონდა.

იმიტომ მოგიყევით ეს ყველაფერი, რომ მაინტერესებს თქვენი პასუხი, რა ჰქვია ჩვენი ექიმების ასეთ საქციელს?”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018