პოლიცია ვაკეში მოკლული ქალის მამინაცვალს ეძებს – ვეფხვია ბაქრაძეს გარდაცვლილის დედასთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა

ცოტა ხნის წინ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფრომაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქალის  მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა.

თვითმხილველების ცნობით, მოკლულის დედას, ნათელა გობაძეს და მის ყოფილ მეუღლეს, ვეფხვია ბაქრაძეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა. კონფლიქტის გამო, გობაძემ პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ბაქრაძეს ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაცია აეკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქრაძემ მკვლელობა შემაკავებელი ორდენის გაცემიდან დაახლოებით ერთ საათში ჩაიდინა. მკვლელმა 25 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა და მიიმალა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018