ნუკრი ქანთარია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ,,ერთი ამბობდა – მესი, მეორე – რონალდუ, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან”

საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მათი გაშველება მანდატურის სამსახურმა მოახერხა.  ირაკლი აბუსერიძე ირწმუნება, რომ მასსა და დავით მათიკაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და რაგბიზე საუბრობდნენ.

-რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაღაც თემაზე ვსაუბრობდით. რამდენი ხალხი ვართ, ხედავთ? ყველა ერთმანეთში ვსაუბრობდით. რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? აბა, რა იცით? გაშველებით ვერ გაგვაშველებდნენ, თუ რაიმე დაიწყებოდა და გასაშველებელი არაფერი გვჭირს. რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით, – განაცხადა აბუსერიძემ.
უმრავლესობის წევრებს  შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

-არავითარ ჩხუბსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო რაღაც კამათი და, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე – შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ – აი ამ თემაზე. ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები, – ამბობს ქანთარია.

ფორტუნა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018