ნინი ბადურაშვილი: ,,სააკაშვილმა იცოდა ამ ჭორის შესახებ, რომ თითქოს ჩვენ ურთიერთობა გვქონდა და იცინოდა” – ვიდეო

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიის” გადაცემა ,,ფაბრიკაში” ისაუბრა წლების წინანდელ ჭორზე, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს რომანი ჰქონდათ.

ჟურნალისტი: პირველად რა დაგაბრალეს, რა მოგიგონეს?

ნინი: არ მინდა სახელებისა და გვარების ხსენება, მაგრამ პირველად რაც დამაბრალეს, ეს იყო გავლენიან ადამიანთან ურთიერთობა, ოღონდ ეს არ გაჩერდა და არ გაჩერდა არასდროს…

ჟურნალისტი: მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მიშაზეა საუბარი.

ნინი: ნუ, ხო… არასდროს შეწყდა ეს ჭორი. ბევრი ადამიანი გვიყურებს და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე ამ ადამიანს არ ვიცნობდი მაშინ, როცა ეს ეს ჭორი აგორდა. მე ვიყავი შოკში! 17-18 წლის გოგო ვიყავი, ჩემი ცხოვრება მქონდა, შეყვარებული მყავდა, აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი და ეს ადამიანი სხვაგან იყო. არ ვიცი, ვინ ააგორა ეს პირველი ტალღა, რომელმაც მოიცვა სრულიად საქართველო.

ჟურნალისტი: ვის აწყობდა, ასეთი ტიპის ჭორები აეგორებინა?

ნინი: იქნებ მის მტრებს, იმიტომ, რომ მისთვის არასასიამოვნო ჭორები იყო…

ჟურნალისტი: თინეიჯერ გოგოზე იყო ლაპარაკი…

ნინი: ჩემთვისაც საზიანო იყო, მაგრამ მისი ანტიპიარი იყო, ამაზე ვიღაცებმა იმუშავეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ.

ჟურნალისტი: დიდხანს გაგრძელდა?

ნინი: ძალიან დიდხანს, იმაზე მეტხანს, ვიდრე მეგონა.

ჟურნალისტი: როდის დამთავრდა ამაზე საუბარი?

ნინი: რაც ხელისუფლებაში იყო, სულ ლაპარაკობდნენ.

ჟურნალისტი: ბოლოს გაიცანით?

ნინი: რა თქმა უნდა, გავიცანი.

ჟურნალისტი: იცოდა ამ ჭორების შესახებ?

ნინი: იცოდა.

ჟურნალისტი: რას ამბობდა?

ნინი: არაფერს, იცინოდა. ძლივს არ გავიცანი ეს ბავშვიო, რას ერჩიან თუ რას მერჩიანო, რაღაც ასეთს ამბობდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018