ნიკა გვარამიამ გახუნებული ზევსები უწოდა გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძეს

,,რუსთავი 2″-ის ეთერში ახალი მეგა შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყო, რომლის რეჟისორია ყოფილი ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე, ჟიურის წევრები _ მუსიკოსი მარინა ბერიძე, მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი.

არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შემოქმედებითი ჯგუფი შეაქო, ძველი თანამშრომლები, პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია და რეჟისორი დემნა ჯაფარიძე კი ირონიით მოიხსენია. სანამ ისინი ტელეკომპანია ,,იმედში” გადავიდოდნენ, ,,რუსთავი 2″-ის პროექტებს აკეთებდნენ და მათ გვარამია ზევსებს უწოდებდა.

“არ ვიცი, ორსაათნახევარი სარეკლამო ჭრის გარეშე ტრანსლირებულ ზეპოპულარული თურქული სერიალის კულმინაციურ სერიასთან რას იზამს, მაგრამ ფაქტი ერთია – ყველა წინა შოუ მოძველებული ჩაბარდა ისტორიას. პირველი ეპიზოდის ხარისხმა ყველა ძველი ღმერთი გაახუნა და ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ ნიკა ლომიძე.

ცალკე მადლობა ჟიურის – არასდროს, არც ერთ პროექტს, ასეთი დონის ჟიური არ ღირსებია! მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ.
და, რაც მთავარია, ყველას და თითოეულს, ვინც პროექტზე იმუშავა, დიდი მადლობა! მადლობა მათ, ვინც უდიდესი შრომა გაწია, საქმე ნულიდან დაიწყო და იმათზე მაგარი შედეგი დადო, ვისაც ბოლო ათი წელი სხვა არაფერი უკეთებია! მაგრები ხართ და მიყვარხართ!” – წერს გვარამია ფეისბუქში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018