ნაციონალები გიორგი მარგველაშვილს დუშეთის სახლში მიადგნენ: ,,მეკარტოფილე მარგოს ვეძახეთ, მაგრამ არ გამოგვხედა”

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქში წერს, რომ დუშეთში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახლში მიაკითხეს, ეძახეს, მაგრამ არ გამოხედათ. იქვე პრეზიდენტის სახლის ფოტოსაც აქვეყნებს.
,,მეკარტოფილე მარგოს დუშეთში სახლში ვესტუმრეთ, მანქანები ეზოში ეყენა. დაცვამ გვითხრა, სახლშია, მაგრამ არ სცალია შესახვედრადო. ბოსტანში იქნება, რატომ გვატყუებთ-მეთქი და არა სახლშიაო. ვეძახეთ და არ გამოგვხედა.

სამხედრო ტყვეების შესახებ დავუტოვეთ სიმართლე ყველა ტყუილზე და პრეზიდენტ სააკაშვილის ორენოვანი ,,ვენოკების” განაჩენი, ბოსტანს ვერ მივაგენით და წამოვედით პირში ოცნებაგამოვლებულები”.

სტატუსის ქვემოთ, კომენტარებში ნატალი გელოვანი წერს:

,,ეს სახლკარი არავინ დაინახოს თავისი დაცვის ,,ბუტკით”, თორემ მოგვეჭრა თავი მსოფლიოს მასშტაბით”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018