ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას: ,,ყველაფერი მაგრად იქნება”

ტელეკომპანია ,,იმედის” დარბევის ფაქტზე სოდ-ის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას, ბრალი წარედგინა.

ერეკლე კოდუას ყოფილმა მეუღლემ, ტელეჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა.

„იმედში“ ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის  ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება…“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ერეკლე კოდუას და ნანუკა ჟორჟოლიანს ერთი საერთო შვილი, საბა ჰყავთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018