ნანკა კალატოზიშვილი: ,,რაზე მაქვს ბოდიში მოსახდელი?!”

ნანკა კალატოზიშვილი „რეაქციას” ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტუმრობდა. ნანკამ უპასუხა ვანო ზარდიაშვილის მოსაზრებას, როცა სახელმწიფო მოხელემ განაცხადა, რომ ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი, ვინც ბახალას გათავისუფლებას ითხოვდა. სხვა მრავალ საქმესთან ერთად, მსახიობმა ასევე ახსენა რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტის, ნიკა კაციას ძმის, ლაშას საქმეც, როცა მას, ერთი თვის წინ, სამმა პოლიციელმა სცემა…

ნანკამ აღნიშნა:

“მაინტერესებს! შეიძლება დავაზუსტო, ამ სახელმწიფო მოხელესთან, რაზე მაქვს ბოდიში მოსახდელი?!

– იმისთვის, რომ სახელმწიფოსავით ერთი ხელის მოსმით არ ვწირავ და ვღალატობ ადამიანს?!

– იმისთვის, რომ კითხვები მიჩნდება?!

– იმისთვის, რომ ბრმად არ ვენდობი ორი პოლიციელის ჩვენებას, რომელიც სასამართლოზე ურევდა ჩვენებას. ვერ ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

– იმისთვის, რომ სასამართლოს წინა ღამით დაურეკა გამომძიებელმა ბახალას და უთხრა, რომ ჩვენ პოლიციელებზე აღვძრავთ საქმეს და გავარკვევთ, ჩაგიდეს, თუ არა ის 45 აბი. „თუ“ გაჩნდა და გამოიძიეს?!

– იმისთვის, რომ 13 წლის ბავშვი აწამეს, რომელსაც დაუმახინჯეს ფსიქიკა და აი, ამ ცხოველს 4-დან 6 წლამდე ემუქრება და ბერძენიშვილს 8 წელს უსჯიან პირადი მოხმარებისთვის?!

– იმისთვის, ამას რომ ვაპროტესტებ?!

– იმისთვის, რომ ყველგან, ყველას ვუსმენთ. შეგვიძლია გადავიღოთ ყველაფერი და საზღვარზე რა ვერ დავაყენეთ კამერები და ამ სოფლებში, პოსტფაქტუმ კი არ იყოს გასაკეთებელი, პირდაპირ გვქონდეს მასალები. ათი წელი გავიდა, რა ვერ გამოვიძიეთ?!

– ყველაფრის გამო მაქვს ბოდიში მოსახდელი?!

– იმისთვის, რომ არ ვენდობი და ეს უნდობლობა ჩემი დამსახუარებაა?!
თვითონ თუ მოუხადეს ერთხელ მაინც ბოდიში იმ ბავშვს, რომელიც პოლიციიდან გამოვიდა და თავი მოიკლა? იმ კაცის ოჯახს, რომელსაც შარდმდენები დაალევინეს და გარდაიცვალა, რომელიმეს მაინც ბოდიში მოუხადეს?! რომელიმე პოლიციელი მაინც დაისაჯა?!

– იმისთვის, რომ ნიკა კაციას, შენივე კოლეგის ძმა, გალახეს ქუჩაში, სამმა პოლიციელმა და ერთი თვე სახის ამოცნობაზე ვერ მიიყვანეს, რომ რაღაცა გაარკვიონ. მოწმეებს არ ეძებენ და ხალხი, მაღაზიაში ღამით რომ ჩადის, ტელეფონები უკავიათ და Facebook Live-ებით არიან ჩართულები, რომ უსაფრთხოების შეგრძნება ჰქონდეთ და ამისთვის მოვიხადო ბოდიში?!”

ფორტუნა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018