ნანა კუხალეიშვილი: ,,ჩემი ოჯახი აღარ არსებობს! ჩემი ქმარი იმის გამო დააპატიმრეს, რომ რუსების მიერ აღმართული ბანერი ჩამოგლიჯა”

მსახიობი ნანა კუხალეიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” კრიმჰილდას როლით გაიცნო, თავისი ოჯახის მძიმე ისტორიაზე ყვება.

-დაძაბული სიტუაციები, სამსახურის უქონლობა, გამწარებული ხალხი, ტყუილი, ღალატი – აი, ეს ყველაფერი მაღიზიანებს. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ უფსკრულისკენ მივდივართ… ისეთი მთავრობა გვინდა, რომელიც ხალხზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს და არა – საკუთარ ჯიბეზე. ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად ასე გამწარებული არ უნდა დადიოდეს. ეს ადამიანური ცხოვრება არ არის, ეს ჯოჯოხეთია…

ჩემმა მოთმინებამ პიკს მიაღწია. ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერი დამენგრა. მსახიობის არასტაბილური შემოსავლით თავს ვერ ვირჩენ, ოჯახს ვერ ვარჩენ, მარტო ვარ 2 შვილით… გავმწარდი და დავწერე. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახი აღარ არსებობს – ოჯახის წევრები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცალ-ცალკე რომ ცხოვრობენ, ამას “ოჯახი” აღარ ჰქვია. ყველაფერი გაქრა…

სამჯერ დააკავეს იმის გამო, რომ აქციაზე იდგა. შარშანწინ, რუსებმა მავთულხლართები რომ გადმოსწიეს და ახალი ბანერი აღმართეს, ქართველი ბიჭები გადაიპარნენ, ბანერი ჩამოგლიჯეს და ამის გამო ჩვენმა მთავრობამ 11 კაცი დააკავა, მათ შორის – ჩემი მეუღლეც. გარდა ამისა, ორჯერ დააჯარიმეს – სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდითო, – ყვება მსახიობი.

კვირის პალიტრა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018