მოზარდს გაუჩინარებამდე ჭრილობა შენიშნეს ხელზე – ,,შეხვეული ხელით დადიოდა, დედაც ნერვიულობდა, არ ვიცი, რა მოხდაო”

სამართალდამცველები ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში, რომლის ერთ-ერთი მოსწავლე, 15 წლის გოგონა მეხუთე დღეა დაკარგულია, ამ დრომდე არ გამოჩენილან.

მოზარდი სახლიდან 20 აპრილს გავიდა, თუმცა სკოლაში აღარ მისულა და მას შემდეგ ოჯახი მის კვალს უშედეგოდ ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

-ჭრილობა ჰქონდა და ერთი კვირა შეხვეული ჰქონდა ხელი. როდესაც ვკითხე, რატომ გაქვს ხელზე ეს ჭრილობა-მეთქი, გავიჭერი შემთხვევითო, მითხრა. დედას ვაცნობე, რა ხდება-მეთქი და ძალიან ნერვიულობდა, არ ვიცი, მეც არ მეუბნება, რა მოხდაო,-აცხადებს ბათუმის №18 საჯარო სკოლის პედაგოგი მზევინარ კონცელიძე.

​რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018