მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა – ,,სულ მალე ვიხილავთ მას გათავისუფლებულს”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს დაბადების დღე მიულოცა, რომელიც 15 აპრილს 50 წლის გახდა.

“ჩემს თანამებრძოლს და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ-ერთ მთავარ შემქნელს, ვანო მერაბიშვილს, ვულოცავ 50 წლის იუბილეს. სულ მალე ვიხილავთ მას გათავისუფლებულს, ოლიგარქის დილეგიდან! საქართველო და ქართველი ხალხი, აუცილებლად დაამარცხებს ანტიქართულ, მძარცველთა ჯგუფს”- წერს სააკაშვილი ფეისბუქში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018