,,მის ფსიქიკას შეყვარებულის დაკარგვამ მიაყენა ზიანი, თავის დროზე სიმღერებსაც წერდა და ყველაფერს მას უძღვნიდა” – შუშანა ყაზარაშვილის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი – ვიდეო

47 წლის შუშანა ყაზარაშვილმა, რომელიც გორიდან არის, ,,რუსთავი 2″-ის პროექტ ,,მხოლოდ ქართულში” მიიღო მონაწილეობა.

-მინდა, რომ ჩემი სიმღერა მივუძღვნა გოგიტა ქარელს, რომელიც დამშორდა და ცოლად მოიყვანა ნუკი გოგინაშვილი. მინდა, რომ დავაშორო ცოლს და გავყვე მე, – განუცხადა შუშანა ყაზარაშვილმა ჟიურის წევრებს – მარინა ბერიძეს, სოფო ნიჟარაძეს და გიორგი უშიკიშვილს.

შუშანა მეორე ტურში ვერ გადავიდა, მაგრამ სამაგიეროდ, უზომოდ პოპულარული გახდა.

,,გადაიყვანეთ, მოაწესრიგეთ, ცოტა ამეცადინეთ და ბევრ მომღერალზე უკეთესი იქნება”, – წერენ ფეისბუქში.

პროექტის ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ შუშანა ყაზარაშვილის შესახებ მეტი რამ გახდა ცნობილი. თურმე თავის დროზე სიმღერებს წერდა და ყველას თავის შეყვარებულს უძღვნიდა.

,,შუშანა… უკეთილესი და დღემდე პირველ შეყვარებულზეა შეყვარებული… მის ფსიქიკას მისმა დაკარგვამ მიაყენა ზიანი… დღემდე იმედი აქვს, რომ დაუბრუნდება… ეს ქალი სიმღერებსაც წერდა თავის დროზე და ყველაფერს მას უძღვნიდა”, – წერს გორელი სალომეა ჩხიტუნიძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018