მეგი გოცირიძე: ,,ბიძინამ კვირიკას მოუხნა კეთილები, გადააყენა პარტიის თავმჯდომარეობიდან “

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

,,მოკლედ რომ ვთქვათ, რა მოხდა დღეს ქარხნულ ოცნებაში… ბიძინამ კვირიკას მოუხნა კეთილები, გადააყენა პარტიის თავმჯდომარეობიდან და თავად გახდება თავმჯდომარეც და სავარაუდოდ საპრეზიდენტო კანდიდატიც.

ივანიშვილს სჯერა, რომ მხოლოდ ასე ჩამოირეცხავს არაფორმალური მმართველის იმიჯს, რასაც უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, თან რატომღაც მიაჩნია, რომ მას კვლავაც და როგორც თავად იტყოდა, ჭარბი ნდობა აქვს, განულებულ ,,ოცნების”’ იმიჯს გადაარჩენს და შეძლებს ენმ-ის კანდიდატს (მიშას) დაეჭიდოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე…
შუა გაკრეფილია, ტატამი ელის საერთაშორისო თაღლითს, ხეგლეჯია ხიხო დენდროფილს, რომელსაც 8 მილიარდი აქვს, ფლობს ორი ქვეყნის პასპორტს და ჟურნალ ,,ფორბსის” ფურცლებს, საკუთარ ბოსტანსა და შეკვეთილის კედლებს ვერ გასცდა. და საერთაშორისოდ აღიარებულ მსოფლიო გამოჩენილ მოღვაწე მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელსაც არც ერთი ქვეყნის პასპორტი არ აქვს, მაგრამ ყველგან გადაადგილდება, ყველაზე თავისუფალი ,,პატიმარია” , ხიხოს მოციმციმე არითმიაა, იშემიური ინსულტია და ივანიშვილის პოლიტიკური სიკვდილის ანგელოზია”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018