მამა პეტრე კოლხი: ,,დღეს შეაღეს სასუფევლის კარი, გიხაროდენ, ქრისტე აღდა მკვდრეთით!”

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, პოეტი მოძღვარი,  მამა პეტრე კვარაცხელია (კოლხი) ყველა მართლმადიდებელს ქრისტეს აღდგომას თავისი ლექსით ულოცავს:

გული ისე გამალებით მიცემს,
თითქოს ავცდი დახავსებულ მიწას.
მართლის სისხლით შეიმოსა სივრცე,
ქრისტე აღდგა, მის სიცოცხლეს ვფიცავ!..

სულში დადის ნაბიჯები ჩქარი,
გამიწითლა თხემისფერი ფერდი.
დღეს შეაღეს სასუფევლის კარი,
გიხაროდენ, ქრისტე აღდა მკვდრეთით!..

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018