მამაკაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა, მას ჟურნალისტებთან სურდა ლაპარაკი – ვიდეო

მამაკაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა, მას ჟურნალისტებთან სურდა ლაპარაკი – ვიდეოცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი ანძიდან გადმოხტა.

მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა.

მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები იკვლევენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა კაცს. თუმცა ის მედიასთან შეხვედრას ითხოვდა.