მაია დარსმელიძე: ,,ამას მირჩევნია, სუ გავქრე და პატრონიც მოსტ@ნია ჩემს აქაურ სელებრითობას”

მაია დარსმელიძე სოციალური ქსელიდან მიმართავს ტოქ შოუების წამყვანებს, რომ გადაცემებში აღარ მიიწვიონ. ამას იმით ხსნის, რომ წუწუნი არ სჩვევია და არც ამით მოტანილი რეიტინგები სჭირდება.

„ყველაფერი მირჩევნია მასის გემოვნებაზე მორგებას. მე თუ მოვალ – მინდა, ვიყო სასარგებლო, რაც უკეთ შემიძლია, ვიდრე ვიყო კიდევ ერთი, მორიგ ეთერში გაჟღერებული მძიმე, ან თუნდაც სახალისო ისტორიების მთხრობელი.
ამას მირჩევნია, სუ გავქრე და პატრონიც მოსტყვნია ჩემს აქაურ ,,სელებრითობას”.
ბევრს არ შევუძლივარ ასეთი. ზოგმა სიამოვნებით გააბაზრა და მერე თავადვე აიტაცა, რომ “მძიმე” ვარ. ბევრისთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტი ვარ. მაგრამ
დადოს დრამა მან, ვისაც სხვა “სათქმელი” არ აქვს ან უბრალოდ ევასება სენტიმენტებით ჟონგლირება.

დადოს ძუძუ მან – ვისაც მხოლოდ ძუძუ აქვს და რეიტინგის დასაწერი მეტი არაფერი შეუძლია. ისაუბროს ყავაზე და სიგარეტზე მან, ვისაც ჯანსაღი ადამიანის იმიჯიც არ აწყენდა. მე მირჩევნია, საერთოდ გავქრე მასიური “რადარებიდან”, თუკი ჩემს “რადარებზე” გამოჩენას წინ უნდა უძღვოდეს რაიმე ჩემი “შემზარავად მძიმე ბიოგრაფიული ეპიზოდები”.

ყველას პატივს გცემთ, ვინც მდებთ პატივს და მეძახით თქვენს ნამდვილად ძალიან რეიტინგულ და ყურებად გადაცემებში, მაგრამ არ მოვალ. მაპატიეთ… ან გავქრები, ან მოვალ მხოლოდ ისეთ გადაცემაში, სადაც მეტად სასარგებლო ვიქნები.
ვინც მიცნობთ, ზუსტად იცით, რისი კეთებაც მეხერხება და რა მიყვარს გულით, თავდადებამდე. ზუსტად იცით (და ზოგს სწორედ ამიტომ არ გევასებით), რა შემიძლია და რაზე ვბრაზდები გულწრფელად…

არ მინდა, ვიყო იქ, სადაც არაფერ შუაში ვარ… არსად აღარ დამიძახოთ და ასეთ პოსტებსაც აღარ დავწერ და არც გული დამწყდება, რომ იქ, სადაც მართლა საჭირო და სასარგებლო ვარ – ვერავის გახსენდებით ან ჩემი სხვაზე კომპეტენტური ტრაკის ადგილი ფიზიკურად არალი”, – წერს მომღერალი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018