მაგირიცა – ბერძნების სააღდგომო სუფრის ტრადიციული წვნიანი

აღდგომას ღამით შინ დაბრუნებულ ბერძენს ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე  მაგირიცა დახვდება — მსუბუქი  წვნიანი, რომელიც თიკნის შიგნეულისაგან მზადდება მრავალფეროვანი მწვანილის დამატებით. პელოპონესში და კრეტაზე მაგირიცაში თიკნის ფეხებსაც აწყობენ. იპიროსზე და ევრიტანიაში მწვანილის ნაცვლად ჭინჭარს ხმარობენ. ტინოსზე ვეგეტარიანულ მაგირიცას ამზადებენ კარტოფილით, სტაფილოთი, ბლომად ნიახურით და სხვა მწვანილით.

კასოსზე მიღებულია მაგირიცა, რომელშიც მწვანილი საერთოდ არ ფიგურირებს, სამაგიეროდ სუნელების მრავალფეროვენება გამოიყენება.

განსხვავებულ მაგირიცას ამზადებენ ლარისაშიც, სადაც წვნიანს შიგნეულობის გარდა ბევრ ტომატის პასტას უშვებიან და მჟავე იოგურტს ამატებენ.

მიკონოსზე მზადდება მაგირიცა, რომელსაც არც ბრინჯი აქვს და არც მწვანილი.

ჩვენ დღეს ბერძნული სააღდგომო წვნიანის მომზადების კლასიკურ ვარიანტს განვიხილავთ. ამისათვის დაგვჭირდება:

1 კგ თიკნის შიგანი (გული, ფილტვი, ღვიძლი, ნაწლავები)

4 ს.კ. ზეთი

1 ჭ. ღვინო

3 კონა მწვანე ხახვი

3 ძირი სალათის ფოთოლი

2 დიდი კონა ცერეცო

0,5 ჭ. მსხვილკაკალა ბრინჯი

2 კვერცხი

4 ლიმონის წვენი

მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

  • კარგად გარეცხილი შიგნეული წვრილად დაჭერით და დაასხით  2 ლიმონის წვენი. გააჩერეთ მარინადში 1 საათი. ამოწურეთ.
  • ქვაბში ჩაასხით ზეთი, შემდეგ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მოშუშეთ.
  • დაუმატეთ შიგნეული. 5 წუთის მანძილზე შუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ 1 ჭიქა ღვინო. შუშეთ კიდევ 5 ჭუთი.
  • დაუმატეთ დანარჩენი მწვანილი (წვრილად დაჭრილი), შეავსეთ მდუღარე წყლით ქვაბი ისე, რომ მწვანილისა და შიგნეულის მასა კარგად დაიფაროს. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი.
  • დაუმატეთ ბრინჯი,ადუღეთ კიდევ 10 წუთი.
  • ავთქვიფოთ კვერცხი, ნელ-ნელა დავუმატოთ 2 ლიმონის წვენი. კარგად ათქვეფილ მასას ფრთხილად შევამატოთ ქვაბიდან ამოღებული წვნიანის ცხელი წვენი(ეს საჭიროა იმისათვის, რომ კვერცხიანი სითხე მაქსიმალურად მივუახლოვოთ წვნიანის ტემპერატურას და კვერცხი არ აგვეჭრას). ჩავასხათ კვერცხიანი მასა ცხელ წვნიანში. მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან, ფრთხილად მოვურიოთ , შევაზავოთ გემოვნებით მარილითა და წიწაკით.
  • გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018