ლიზა ყენია: ,,მეცოდებით, ბავშვებო, მეტირება, ვიზიარებ დაღუპული მოზარდების ოჯახების მწუხარებას”

გუშინ პოლიტიკოსმა ჯონდი ბარათურიამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ბოლო 4 დღის განმავლობაში საქართველოში 12 მოზარდი გარდაიცვალა ე.წ. კლუბური ნარკოტიკით.

მააია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ.

“ნუ წირავთ თავს! და რა რთულია ,,გაქცეულ” ასაკში საკუთარი ცნობიერებით იმ აზრამდე მიხვიდე, რომ საშიშია, რომ შეიძლება შემდეგი შენ იყო, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რა რთულია, დროზე მიხვდე, რომ ,,ვსიო!”,  ნაგავია და უნდა ამოიღო შენი ცხოვრებიდან.

საშინელებაა იმის გაცნობიერებაც, რომ ამ ადამიანებს არ მიეცათ შანსი, მათი გონება ან მათი სხეული სხვა აზრით შეხვედროდა უბედურ ნარკოსამყაროს, უბედურებაა, რომ არ ჰყავდათ
გვერდით ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს არ დაუშვებდნენ.

მეცოდებით, ბავშვებო, გული მტკივა, მეტირება და როგორ ვიცი, რომ რთულია ამ პოლიტიკასთან გამკლავება.  ვიზიარებ ყველა დაღუპული მოზარდის ოჯახების მწუხარებას! ეს ტრაგედიაა და მარაზმი,” – წერს ლიზა ყენია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018