კობა ფარტენაძე: ,,წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე”

საქართველოში ფარმაკოლოგიური ბაზარი რო არ კონტროლდება, ამაზე წამლების კატასტროფული ფასებიც მეტყველებს. ხალხმა გამოსავალი ნახა და თურქეთში მიდიან მედიკამენტების შესაძენად ან იქ მცხოვრებ ქართველებს სთხოვენ, რომ გამოუგზავნონ.

ბათუმელი ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ფეისბუქში წერს, რომ საქართველოში ფასები გააათმაგებულია.

,,წამლები, რომლებშიც ჩემს ქვეყანაში 187 ლარი უნდა გადამეხადა ისიც საეჭვო ფასდაკლებით, თურქეთში ვიყიდე 63 ლარად ყველა ერთად! ამასთან ზუსტად ვიცი, რომ ცარცი და სხვა ნივთიერება არ შემრჩება ხელში, აქედან ერთ-ერთი 7 ლარი ღირდა, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში 58 ლარი ღირს, მესმის გააორმაგო, მაგრამ გააათმაგო?!

ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ, რაღაც ყველას ერთად შეგვეყარა ქოლერასავით, ასე მშვიდად რომ ვეგუებით იმას, რომ საკუთარი სახელმწიფო ქურდავს თავის მოქალაქეებს.

ვისხდეთ და ვიქროლოთ მარაო, დაცხება აწი! ვაი ჩვენს დღეს!” – წერს ჟურნალისტი ფეისბუქში და თურქეთში ნაყიდი წამლების ფოტოსაც აქვეყნებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018