კახა კახიშვილი: ,,ქალები გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ქმარმა ციხიდან არ დამირეკოს, რადგან მემუქრება, მაშინებსო”

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თუ მეუღლე მოითხოვს, რომ ქმარმა ციხიდან არ დაურეკოს, ის მას აღარ დაურეკავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში “პირისპირ“ განაცხადა.

-ჩვენთან ხშირად შემოდიან განცხადებით ქალბატონები, რომლებიც გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ამ ადამიანმა არ დამირეკოს, არ შემაწუხოს, რადგან მემუქრება და მაშინებსო. თუმცა სატელეფონო ზარის ასაკრძალად არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი.

ჩვენ ალბათ ძალიან მალე შევალთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, სადაც დავხვეწავთ ამ საკითხებსაც, რომ თუ იქნება კონკრეტულად ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ამ ნომერზე, რომელიც ეკუთვნის ყოფილ მეუღლეს, ან მოქმედ მეუღლეს, რომელსაც არ სურს, რომ ქმარმა დაურეკოს, აღარ დაირეკება,-განაცხადა მინისტრმა.

კვირა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018