ირა გოგოსაშვილი: “რამდენიმე ქალბატონმა ანკესზე წამომაგო, იტალიიდან ქართველებს გვაძევებენო”

ირა გოგოსაშვილმა ფეისბუქში მის ადრინდელ პოსტზე იტალიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის შესახებ განმარტება გააკეთა:

“ხარება და გახარება მართლმადიდებლებო შინ თუ გარეთ წასულებო!შეგეწიოთ და დაგეწიოთ ხარების მადლი!
გუშინ ფბ პირად შეტყობინებაში წერილი დამხვდა,,ქალბატონო ირა დაგვეხმარეთ იტალიიდან ქართველების დეპორტაცია იწყება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნითო,,…. მესენჯერის ზარით მაშინვე გადავრეკე და რაც დავპოსტე მათი მონათხრობია(არცერთი სიტყვა ზედმეტი,,სასამართლოს დარბაზის,,გარდა, რადგან სასამართლო ახსენეს დარბაზი ვიგულისხმე და იმიტომ!)
როგორც მოსალოდნელი იყო მყისიერი რეაქცია მოჰყვა ამ ინფორმაციას ჩვენი ქართველებისგან რა აქ და რა მესინჯერში,ტელეფონითაც მირეკავდნენ ჩემი მეგობრები რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან გადახვეწილები ლუკმა პურის საშოვნელად….
ბევრი არგუმენტი წავიკითხე და მოვისმინე იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში ხდება იტალიიდან გამოძევება და მართალი გითხრათ ცოტა ვიეჭვე,იქნებ ამ ინფორმაციის მომწოდებლებლებს [ აქვთ კონკრეტული პრობლემები კანონთან და იმიტომაც არ დაუკმაყოფილეს განცხადება საბუთების გაგრძელებაზეთქოოო? და, მეორე- პარალელურ რეჟიმში რმდენიმე დეპუტატს დავუკავშირდი-რას სჩადის ხელისუფლება, რა კულუარულ მოლაპარაკებას აწარმოებს უცხოეთში ჩვენების
გამოსაძევებლათქოო?

წუხელ გვიანაც ვესაუბრე ერთ-ერთ ქალბატონს და განმარტება მოვთხოვე რამდენიმე საკითხე, რომლებიც აქ თქვენს მიერ მოწერილ კომენტარებში საინტერესოდ მეჩვენა… ,,რაც გითხარით ზუსტად მასე იყო, ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მაგრამ არ გაგვიგრძელეს ახლა ადვოკატს ავიყვანთ და ის დაგვაკვალიანებსო,,-იყო პასუხი….დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრეკავ მათტან და აღარ მპასუხობენ…..
სამაგიეროდ ჩემმა უხლოესმა ხალხმა ვისაც პირადში მივწერე რამდენიმეს სახელ-გვარი) ახლა მაცნობეს რომ…….
ჩემდა სამწუხაროდ ამ ქალბატონებიდან 3 კანონთან მიმართებით რამდენიმე თვით ადრე მართლაც ჰქონიათ პრობლემა და მიზეზებზე აღარ დავკონკრეტდები, მიხვდებით ალბათ….ზოგსაც ჰუმანიტარული,,პერმესო,, აღარ გაუგრძელეს და ა.შ….
მოკლედ … რამდენიმე ქალბატონმა გადაწყვიტა ერთად , ჯგუფურად მოემართათ ჩემთვის და ამგვარად წამომაგეს ანკესსზე და მეც ჩემ მხრივ როგორც ყოველთვის-დაზარალებულების პოზიცია ამდაგვარად დავიცავი საქართველოდან! ჩემო ძვირფასო ადამიანებო! მე არ განვეკუთვნები იმ ჟურნალისტების კატეგორიას ვისაც ბოდიშის მოხდა ესირცხვილება და ამიტომ -გიხდით ბოდიშს ამ ხარება დ\ღეს -შენდობას ვითხოვ რადგან დამეთანხმებით რომ თქვენც \ჩემს ადგილას ზუსტად ასევე მოიქცეოდით და სამშობლოდან შორს გადახვეწილ ადამიანს , რომელიც გთხოვს ,,ეს ამბავი ყველას გააგებინე ირინა,ქართველებს გვაძევებენო,,-დახმარების ხელს ინფორმაციის გავრცელებით გაუწვდიდით!
ბედნიერი აღდგომა და ღმერთი თქვენსკენ!”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018