ირა გოგოსაშვილი: ,,ახლახან იტალიიდან საშინელი ინფორმაცია მივიღე”

ირა გოგოსაშვილი: ,,ახლახან იტალიიდან საშინელი ინფორმაცია მივიღე"ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიიდან ქართველი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.

,,მაპატიოს უფალმა ამ მძიმე მარხვაში მრისხანება, მაგრამ ახლახან იტალიიდან ისეთი საშინელი ინფორმაცია მივიღე, მრისხანების გარეშე ვერ ვწერ….
საქართველოს ხელისუფლების დასტურითა და თხოვნით იტალიიდან ქართველი ემიგრანტების დეპორტაცია დაიწყო და ამ წუთშიც 20 ქალბატონი დეპორტაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელში გამოუშვეს სასამართლო დარბაზიდან!

რასაკვირველია, ამ განაჩენს დარბაზშივე მოჰყვა რეაქცია და ერთ-ერთი ქალბატონი სასწრაფო დახმარების მანქანით და გულისშეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს!

კითხვაზე, რატომ არ გვიგრძელებთ ქვეყანაში ყოფნის დოკუმენტებსო, მოსამართლის პასუხი იყო მოკლე – ,,საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას ვასრულებთ!” ეს მოხდა მილანში! იგივე ხდება ქალაქ ბარიში!
ქვეყნის დატოვების ვადად კი 1 თვეა მითითებული!”, – წერს გოგოსაშვილი