ინგა გრიგოლია: ,,ვის იწყალებთ, რომ იწყალებთ, ხალხო! გამოეთრა ციხიდან და პაწაწინა შვილების თვალწინ მოკლა უდანაშაულო გოგო!”

ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობას სოციალური ქსელით ეხმაურება. მკვლელობაში ბრალდებული თაკო გამრეკელაშვილის მამინაცვალი, ვეფხვია ბაქრაძეა, რომელიც 2017 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და ციხიდან გამოვიდა.

 

„ვის იწყალებთ, რომ იწყალებთ, ხალხო! ვისაც ეს გეხებათ! რა ნიშნით იწყალებთ კაცს, რომელიც ცოლზე სასტიკი ძალადობის გამო იყო დაჭერილი! გამოეთრა ციხიდან და პაწაწინა შვილების თვალწინ მოკლა ახალგაზრდა, უდანაშაულო გოგო! პასუხისმგებელი ვინაა ახლა? ცოტათი მაინც არ არიან პასუხისმგებლები ის ადამიანები, ვინც შესაწყალებელთა სიებს აკეთებენ? აღარ შემიძლია! გასკდა გული“, – წერს ინგა გრიგოლია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018