,,იესო ქრისტე იყო მაღალი ტანის და მშვენიერი გარეგნობის” – ჯულიო ფანტიმ ტურინის სუდარაზე 370 ჭრილობა დათვალა

ტურინის სუდარის საფუძველზე, იტალიაში, ქრისტეს სამგანზომილებიანი გამოსახულება შექმნეს. ეს რეკონსტრუქცია მაცხოვრის ჭრილობათა უკეთესად დანახვის საშუალებას იძლევა.

იტალიელი ჯულიო ფანტი, რომელიც პადუის ინივერსიტეტში განზომილების მეთოდოლოგიას ასწავლის, ტურინის სუდარას რამდენიმე წელია იკვლევს. ამ დღეებში მან ქრისტეს გამოსახულების სამგანზომილებიანი გამოსახულება წარმოადგინა.

-ამიერიდან იესო ქრისტეს წარმოდგენა შესაძლებელია ამ ნამუშევრის გათვალისწინებით. მაღალი ტანის და მშვენიერი გარეგნობის 5 ფუნტისა და 11 დუიმის სიმაღლის მაშინ, როდესაც იმ დროისთვის, ჩვეულებრივი ადამიანის საშუალო სიმაღლე 5 ფუნტსა და 5 დუიმს შეადგენდა, – აცხადებს ჯულიო ფანტი.

3D მოდელი იმ ადამიანის მრავალრიცხოვანი ჭრილობის ნახვის საშუალებას იძლევა, რომელიც სუდარაზეა გამოსახული.

-მე 370 ჭრილობა დავთვალე, გარდა გვერდებზე არსებული ჭრილობებისა, რომლებიც უდაოდ იყო სხეულზე, მაგრამ სუდარაზე ზოგიერთი არ ჩანს, რადგან ტილო მხოლოდ სხეულის წინა და უკანა მხარეებს ეხებოდა. გარდა ამისა, სამგანზომილებიანმა რეკონსტრუქციამ საშუალება მოგვცა. აღმოგვეჩინა, რომ გარდაცვალების მომენტში ადამიანი მარჯვნივ იყო გადახრილი, მისი მარჯვენა მხარი იმდენად სერიოზულად იყო ამოვარდნილი, რომ ტრავმირებული იყო ნერვი, – ამბობს მეცნიერი.

ტურინის სუდარა  ქრისტიანული რელიკვიაა – ოთხმეტრიანი სელის ტილო, რომელშიც იოსებ არიმათიელმა შეახვია იესო ქრისტეს სხეული მისი ჯვარცმისა და გარდაცვალების შემდეგ.

დოგმა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018