ია ფარულავა: ,,ხომ გინდოდათ ია ეკრანზე, ჰოდა სულ მალე იქნება” – მსახიობი ახალ შოუს იწყებს

მალე ,,რუსთავი 2″-ზე ახალი გასართობი შოუ დაიწყება, რომელსაც მსახიობი ია ფარულავა წაიყვანს. გადაცემის სტუმრები ცნობილი ადამიანები იქნებიან. თუ წამყვანის კითხვებს ისინი გულახდილად უპასუხებენ, ფულს მოიგებენ.

,,ხომ გინდოდათ ია ეკრანზე, ჰოდა სულ მალე იქნება. ეს არ არის საავტორო გადაცემა, მე მხოლოდ მივალ და წავიყვან… მოგეხსენებათ, მეზარება ბევრი შრომა. დიდი მადლობა ამისთვის ჩემს გუნდს”, – დაწერა ია ფარულავამ ფეისბუქში.

მსგავსი გადაცემა დიდი ხანია, გადის რუსულ ტელესივრცეში და მას ჟურნალისტი ლერა კუდრიავცევა უძღვება. გადაცემას “სეკრეტ ნა მილიონ” ქვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018