,,თუ მოდელ ქალებს არ უნდათ, რომ საცვლებში ჩაუძვრნენ, მონაზვნები გახდნენ” – ამბობს კარლ ლაგერფილდი

“თუ მოდელ ქალებს არ უნდათ, რომ საცვლებში ჩაუძვრნენ, მონაზვნები გახდნენ. იქ ყოველთვის მოიძებნება ადგილი თქვენთვის”, – ამის შესახებ შანელის მოდის სახლის დირექტორმა, დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა განაცხადა.

-ახლა საჭიროა, ვკითხოთ მოდელებს, თუ გრძნობენ თავს კომფორტულად პოზირების დროს. ეს ყველაფერი ზედმეტია და მეტიც, სისულელეა. თუ მოდელის პროფესიას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ამ ბიზნესში შეიძლება ასეთი ამბებიც შეგემთხვას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ჰარვი ვაინშტაინის მხარეს ვარ და ვიცავ მას, – დასძინა დიზაინერმა.

2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, გასულ კვირას კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018