თინათინ ხიდაშელი: ,,ივანიშვილმა თქვა, მეორედმოსვლას ვადარებ ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებასო”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას  ცოტა დაგვიანებულად მიიჩნევს. ის ფეისბუქსი წერს:

„ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი… ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას…“ – თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2015 წლის იანვარში.
ასე ფიქრობდა ბატონი ივანიშვილი, მე კი მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია.
ის საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, საჯარო სივრცეში იყოს, კითხვებს პასუხი გასცეს…

კარგი ამბავია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ერთადერთი, ვისთვისაც ეს ცუდია, ის არის, ვინც გვამცნო ამის შესახებ. დღეს ქვეყნის პრემიერმა უკვე ღიად გვითხრა ის, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ ის პოლიტიკაში არ არის, არაფერს ეკითხებიან საკუთარ გუნდში, ავტორიტეტი არ ყოფნის და დღეიდან უკვე გააფორმა საკუთარი სტატუსი.
ეს კი ცალსახად ცუდი ამბავია. პრემიერია მაინც. საკუთარ გუნდში უავტორიტეტო პრემიერი, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, საერთო ღირებულებების მქონე ზაზა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიუთითა „ყოჩები და ბელადები“ არ უნდა ვეძებოთო“, – წერს ხიდაშელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018