თამთა შედანია ,,მხოლოდ ქართულში” გამოჩნდება – ,,საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ მე ეს შემიძლია”

ქართველი ლამაზმანი, თამთა შედანია მალე პროექტ „მხოლოდ ქართულში” გამოჩნდება. ,,მის საქართველო” ამჯერად წამყვანის ამპლუას მოირგებს. ამის შესახებ ის ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს:

– ძალიან მიხარია, რომ შემოვუერთდი „მხოლოდ ქართულს“. ახალი პროექტია და ჩემთვისაც სიახლეა ტელეწამყვანობა. შემოთავაზება რომ მივიღე, ცოტა ვინერვიულე. ძალიან კარგი და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. მაქვს შანსი საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია. ახლა აქტიურად გავდივართ მოსამზადებელ პროცესს ლაივებამდე.

– რა პროცესია ეს, რაში მეცადინეობ?

– ტექნიკურ ნიუანსებს გავდივართ. პირდაპირ ეთერში ჩართვა მოგეხსენებათ არ არის იოლი. ურთიერთობა ერთდროულად მექნება მაყურებელთან, პროდიუსერთან.

– როგორ გგონია, რამდენად გაართმევ თავს, ნერვიულობ?

– რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. ეს ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ვემზადებით იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები იყოს. ჩემი მთავარი ფუნქცია გულშემატკივრებთან ერთად ყოფნაა „ავერსის“ ოთახში. ვეცდებით, კონკურსანტები სცენაზე გამოსვლამდე მაქსიმალურად გავამხნევოთ.

– თავად რა დამოკიდებულება გაქვს სიმღერასთან?

– არ ვმღერი, არ მაქვს შესაბამისი მონაცემები, თუმცა, ვთვლი, რომ კარგი მსმენელი ვარ.

– სამაგიეროდ დიდი გამოცდილება გაქვს კამერასთან მუშობის, იქიდან გამომდინარე რომ მოდელი ხარ…

– ამიტომაც ვფიქრობდი, რომ მარტივი იქნებოდა ჩემთვის ტელეწამყვანობა, მაგრამ არ ყოფილა იოლი. რესპონდენტობა სხვაა, ტელეწამყვანობა გაცილებით რთული. შენ მიგყავს პროცესი და მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ბევრი რამ ვისწავლე პირველი დღიდან დღემდე და კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. კარგად გამომდის ყველაფერი, რასაც მავალებენ და მეც მაქსიმუმს ვდებ ჩემი შესაძლებლობების.

– როდის იწყება ლაივკონცერტები?

– 23 აპრილს ვიწყებთ და მაქსიმალურად მობილიზებული ვარ.

ნინო მჭედლიშვილი, პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018