თამაზ ელიზბარაშვილს ქურდული სამყარო თავის მოჭრით ემუქრება

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქში შეტყობიების ფოტოს ავრცელებს, სადაც მას ემუქრებიან. ელიზბარაშვილმს უკვე შეატყობინა ამის შესახებ პოლიციას.

„გუშინ მივიღე მობილურზე მუქარის სმს-ი რუსული ნომრიდან (+796 268 924 97), წავიკითხე და მაშინვე გადაურეკე. მიპასუხა შუახნის მამაკაცმა ქართულად (რუსული აქცენტით). მითხრა, რომ ძალიან მალე მისი ბიჭები თბილისში თავს მომაჭრიან და ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის, ვინც ქურდებზე ცუდს ლაპარაკობსო.

ვუპასუხე, ახლავე მივალ პოლიციაში და განვაცხადებ-თქო.

სასაცილოდ არ ეყო, ყურებზე ხახვი ვერ დაგვაჭრასო, მიპასუხა.

ასეც მოვიქეცი. მივედი, მივეცი ჩვენება.

მართლაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი კანონით ისჯება და მათი ადგილი ციხეშია”, – ამბობს ელიზბარაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018