,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სატანური სექტის წევრია” – მეოთხე დღეა ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ

,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სატანური სექტის წევრია" - მეოთხე დღეა ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენბათუმში გაუჩინარებული 15 წლის ნ. ბ. -ს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც, ფსიქოლოგთანაც დაჰყავდათ.
დედის ინფორმაციით, გოგონა სახლიდან ხშირად მიდიოდა და ღამე შინ არ ბრუნდებოდა. თუმცა ბოლოს უკან მაინც მიდიოდა.
უკვე მეხუთე დღეა გოგონას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და სოციალურ ქსელშიც აღარ აქტიურობს.
-ჩემი ვარაუდით, ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი რაღაც სექტაშია გაწევრიანებული, ვგულისხმობ სატანურ სექტას. მძიმე როკი უყვარდა ძალიან. სახლიდან მიდიოდა ხოლმე, ერთი ან ორი დღით, როცა უკან დაბრუნდებოდა, პატიებას მთხოვდა – დე, მაპატიე, მაგრამ ასე 4 დღით არასოდეს უქნია და არც კონტაქტზე გამოსულა. ძირითადად იყო სახლში ჩუმად, – აცხადებს მოზარდის დედა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავები უკვე მეოთხე დღეა 15 წლის ნ.ბ-ს ეძებენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტარდება სამძებრო სამუშაოები.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს პირი, ვისთან ერთადაც არასრულწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.

კვირა