ვეფხვია ბაქრაძის შვილი: ,,რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!”

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

ვეფხია ბაქრაძის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლიკა ბაქრაძე მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

“ბავშვების თვალწინ რისთვის გააკეთა?! ყველა დეტალი მინდა გავიგო და პირადად გამოძიებას მივმართავ, რომ ყველა დეტალი მაინტერესებს. ახლა მოვისმინე, რომ ბენზინი დაუსხიაო… პოლიციის განყოფილებაშიც ვიყავი, ყველას ველაპარაკე და რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!” – ამბობს ლიკა ბაქრაძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018