ექიმმა ბაჩო შენგელიამ ეროტიკული ფოტოსთვის ბოდიში მოიხადა – მის საკითხს რესპუბლიკური საავადმყოფო განიხილავს

ექიმი ოფთალმოლოგი ბაჩო შენგელია მის მიერ გავრცელებული ეროტიული შინაარსის ფოტოს გამო ბოდიშს იხდის.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ექიმმა, გუშინ, ქალთან გადაღებული ფოტო ქსენოფიურ კონტექსტში გამოიყენა.

“2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით ექიმ ოფთალმოლოგად, გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი, ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდიალური ურთიერთობა მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა. სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ.

ემოციურ ფონზე სამწუხაროდ არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც ფეისბუქის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!” – წერს ბაჩო შენგელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბაჩო შენგელიას საკითხს საავადმყოფოში არსებული ეთიკის კომისია განიხილავს.

ფეისბუკში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების ფაქტზე, ქალთა ორგანიზაცია „საფარმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018