ერეკლე კოდუა: ,,ვამაყობ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა რუს ოლიგარქს არ ჩავარდნოდა ხელში”

გუშინ ტელეკომპანია ,,იმედის” დარბევის ფაქტზე სოდ-ის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას, ბრალი წარედგინა. მან ამის შესახებ ფეისბუქსი დაწერა.

“მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან.

მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი.

მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად.

დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა, შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არუნდა დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას“, – წერს კოდუა ფეისბუქში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018