ერევანში სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა

საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს, ამ გზით ისინი ცდილობენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის არჩევას შეუშალონ ხელი.

კარვებია გაშლილი “საფრანგეთის” მოედანზე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.

ახლომდებარე ქუჩებზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. უკვე მეოთხე დღეა ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პრემიერმინისტრის პოსტზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებს.

ერევნის ცენტრში სამართალდამცველებთან გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018