ელენა მიზულინა: ,,რუსეთის მოქალაქე ყველა ქალბატონმა პუტინისგან ბავშვი უნდა გააჩინოს ერთგულების დასამტკიცებლად”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქალთა, ბავშვთა და ოჯახთა საკითხების კომისიის წევრმა ელენა მიზულინამ იმდენად სენსაციური და აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ ზოგი კითხულობს, ეს რუსი პოლიტიკოსის საპირველაპრილო ხუმრობა ხომ არ იყო.

მიზულინამ განაცხადა:

-რუსეთის მოქალაქე ყველა ქალბატონმა ვლადიმირ პუტინისგან ბავშვი ქვეყნისთვის ერთგულების დასამტკიცებლად უნდა გააჩინოს.

რუსეთის ყველა მოქალაქე ქალბატონი რუსეთის პრეზიდენტის გენეტიკური მასალის ფოსტით მიღებას, დაორსულებას და ბავშვის გაჩენას შესძლებს. ასეთი დედები სახელმწიფოსგან სპეციალურ დახმარებას მიიღებენ.

ასეთი მეთოდით დაბადებული ბავშვები აღიზრდებიან სპეციალურ სასწავლებლებში, როგორიცაა, მაგალითად, სუვოროვის სასწავლებელი. ქალბატონები ამით გამოხატავენ ერთგულებას სახელმწიფოსა და პირადად პრეზიდენტის მიმართ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018