,,დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ!” – მოზარდი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს – ვიდეო

„დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! “ – ამბობს 11 წლის თვალცრემლიანი მოზარდი, რომელიც „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდიურზე ზის და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს. ამის ამსახველი კადრები დღეს გავრცელდა ფეისბუქით. მოზარდის ისტორიამ, რომელიც ბავშვთა სახლიდან გაიქცა, გულგრილი არავინ დატოვა.

პორტალი ,,კვირა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოზარდი ბავშვთა მე-5 ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ის ამჟამად მკურნალობას გადის და ექიმების მეთვალყურების ქვეშ იმყოფება. დღესვე, 11 წლის ბიჭი ფსიქიატრიულში პედაგოგმა და აღმზრდელმა ინახულეს.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018