დაპირისპრება ,,ქართულ ოცნებაში” – პარტიულ შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლას ითხოვენ

დაპირისპირებამ ქართულ ოცნებაში პიკს მიაღწია, მმართველი გუნდის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს საქმეში ჩართვას სთხოვს. პარტიული შეკრება, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. სწორედ ამ შეკრებაზე ელოდებიან ყოფილ პრემიერმინისტრს.

ბიძინა ივანიშვილის შეკრებაზე მისვლა კონფლიქტის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა,  გედევან ფოფხაძემ, მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერთან სკანდალური მიმოწერის შესახებ, რომელიც შაბათის კურიერში გასაჯაროვდა, პირველი კომენტარი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკის მიზეზს ტელეკამარებთან არ განმარტავს.

გახდება თუ არა ქართულ ოცნებაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ბიძინა ივანიშვილისთვის კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018