დავით ჭიჭინაძე: ,,კოლექტიური ზარდიაშვილები პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ”

-თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პირობა იქნება, მოლაპარაკება ვერ შედგება.

– მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენ მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაც წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება.

თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავზეგასულობამ გამაკეთებინა და ამას აღარ გადავალ.

ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, “ქართული ოცნებიდან” დავდიოდით მოსახლეობასთან და პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა, ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ.

ეს ადამიანები ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არ მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018