გრიშა ონიანი: ,,გადავწყვიტე, ბადრი შუბლაძეს შევურიგდე” – ვიდეო

საზოგადოება ,,სტალინელის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ბადრი შუბლაძე ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან ტელეეთერში. დებატები ხშირად შეურაცხყოფაშიც გადადის (ვიდეო ქვემოთ).

როგორც ჩანს, გრიშა ონიანმა შერიგება გადაწყვიტა და ფეისბუქში დაწერა:

,,ჩემო ძვირფასო ფეისბუქელებო,დავჯექი დღეს, ვიფიქრე,ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ბადრი შუბლაძეს უნდა შევურიგდე. ჯერ იმიტომ, რომ ცოდვაა, ისიც ადამიანია, რა ქნას და შემდგომ გავიგე, რომ მას ესმის მანქანის ნაწილების აწყობა, დაშლა, შემოწმება,პროფილაქტიკა და ა.შ. ვიფიქრე, შევურიგდები, ქართველები ვართ ყველანი. ერთმანეთი რატომ უნდა ვჭამოთ და ვლანძღოთ, არ ჯობია, მეგობრულად ვიყოთ? თან ბადრი კარგად ერკვევა მანქანის ნაწილებში და პროფილაქტიკაში, რატომაც არა? თქვენ რას იტყვით?”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018