გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარეს

გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახი გაქურდეს.

მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ ეკა სუხიშვილმა დაუდასტურა. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა.

საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018