გოგა ხაინდრავა: ,,მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გვარი – არავინ”

ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში, გადაცემა ,,დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში”  რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი გაიხსენა.
-მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გვარი – არავინ. ის ბიჭიც დაიღუპა, მასაც ოჯახი ჰყავს, დაიღუპა მაშინ, როცა სამშობლოს იცავდა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ მსფლიო მასშტაბის ტერორისტები იყვნენ, ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღიუპა კაცი, ეს ძალინ მნიშნელოვანი ფრაგმენტია. მისი გვარი ავიწყდება პრესას და საზოგადოებას. მისი ოჯახის უფლებებიც დაიცვას საზოგადოებამ. ის არავის გახსენებია გარდა ივანიშვილისა,  მხოლოდ მან გაუწია დახმარება გარდაცვლილის ოჯახს, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018