გიორგი ნიკოლაიშვილი – ”ეს იყო გრანდიოზული საღამო!”

აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა 2 დღის წინ დაბადების დღე გადაიხადა, რომელსაც თავად გრანდიოზული უწოდა.

”ზუსტად ერთი თვის წინ უამრავმა ადამიანმა პირადში მიიღო მოსაწვევი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით “გეპატიჟებით ჩემს გრანდიოზულ დაბადების დღეზე”.
რა ჩანაფიქრიც მქონდა ისეთი გამოვიდა ზუსტად: ეს იყო გრანდიოზული საღამო!
პერსონალურ მადლობებს მოგვიანებით დავწერ, მინდა უკლებლივ ყველას გადაგიხადოთ მადლობა მობრძანებისთვის და ჩემი დაფასებისთვის. დილიდან ვიღებ მადლობებს, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არიან ბედნიერები ამდენი ქართველის გაცნობით, სიყვარულითა და მოფერებით.
მიყვარს ჩემი საინტერესო ცხოვრება და თქვენ მიყვარხართ ❤” – დაწერა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018