გიგი უგულავა გივი ჭიჭინაძეზე: ,,გავატყავებ როგორც რწყილს და არ გავატან ქონს”

ცესკო-ს ამჟამინდელი მონაცემებით ხონი-ვანის არჩევნებში ,,ოცნების” კანდიდატი, მომღერალი, ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა.

არჩევნებთან დაკავშირებით გიგი უგულავამ პირველი კომენტარი გააკეთა:

-როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე, ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას, როგორც რწყილს და არ გავატან ქონს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018