განო მელითაური კოტე თოლორდავას – “დედამიწაზე გავლით იყო, ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს”

11 აპრილს მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. განო მელითაური ამ ამბავს ფეისბუქზე საჯარო პოსტით გამოეხმაურა:

“დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც 11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ.
რჩეულები ფარვანებს ჰგვანან. სულ ერთია, ახსოვთ თუ არა. პირობითია საჯარო დატირება, გლოვა და სტატუსები! სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას…
იქ, სადაც ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს! ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს, რომელიმე მზის ან გალაქტიკის მემილიონე განზომილებაში უკვე სახეცვლილები და დაბრძენებულები აუცილებლად შევხვდებით, დანკო”

მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018