ბერძენმა მოხუცმა ქართველ ემიგრანტ ქალს 150 ევროს მოპარვისთვის უჩივლა

შესაძლოა მან ციხეში ჩაჯდომა თავიდან აიცილა, თუმცა საბერძნეთის დატოვება აუცილებლად მოუწევს – ასეთია 31 წლის ქართველი ქალის განაჩენი, რომელსაც 71 წლის ბერძენი ქურდობაში სდებს ბრალს.

როგორც უკვე ცნობილია, ვოლოსში საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც 71 წლის ქალმა განაცხადა, რომ მას სახლიდან 150 ევრო მოპარა. თუმცა ის თავადაც დააკავეს, რადგან დასაქმებული მასთან არაკანონიერად მუშაობდა.

ვოლოსში საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც 31 წლის ქართველი ამბობს, რომ, როდესაც ამ რაოდენობის თანხა დაინახა, ძალიან დაიბნა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ თვეში ოთხჯერ მუშაობისთვის მხოლოდ 80 ევროს იღებდა.

საბოლოო ჯამში მას 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, განაჩენის გასაჩივრების შემდეგ კი გაათავისუფლეს.

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 31 წლის ქალს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

სასამართლო პროცესის მოლოდინშია 71 წლის ბერძენიც, რომელსაც ასევე არაკანონიერად დასაქმების ბრალდება აქვს წაყენებული.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018